
2021 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28%-ით შემცირდა და 31.9 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით, 606.7 მილიონ ლარამდეა გაზრდილი მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა.
25%-ით 313.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალის მოცულობა.
რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ სადაზღვევო მიმართულებებს, პირველ ადგილზე მოზიდული პრემიებით (243.9 მილიონი ლარი) სამედიცინო დაზღვევაა. 108.2 მილიონის პრემიაა მოზიდული სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების დაზღვევაში, 101.1 მილიონით მესამე ადგილზეა ქონების დაზღვევაა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში 18 სადაზღვევო კომპანია რეგისტრირებული. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 007.1 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 309.1 მილიონ ლარს.