LIVE

ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს

01 დეკ 202122:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1374
ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წელი (2022-2025 წლებში) ორგანიზაციას კვლავ ქართველი ხელმძღვანელი ეყოლება. 

ცნობისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილი პირველად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში და 159 წევრ ქვეყანას აერთიანებს.