
ბრიტანეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ Facebook-ის მფლობელ კომპანიას, Meta-ს Giphy-ის გაყიდვა უბრძანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გლობალური მარეგულირებელი მსხვილ ტექნოლოგიურ ფირმას აიძულებს დასრულებულ გარიგებაზე უარი თქვას.
კონკურენციისა და ბაზრების ორგანომ(CMA) დაადგინა, რომ GIF-ის საძიებო სისტემასთან Meta-ს $315 მილიონი გარიგება სოციალური მედიის პლატფორმებს შორის კონკურენციას შეამცირებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ე.წ. Big Tech ფირმას ევროპასა და აშშ-ში მარეგულირებელი ორგანოების მიერ მსხვილი ჯარიმის ნაცვლად შესყიდვის გაუქმება დაევალა.
Giphy-ის გარიგებამ, რომელიც გასულ წელს დაიდო, თავიდანვე გამოიწვია დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლების შეშფოთება. თუმცა, ანტიმონოპოლიური გამოძიება თავდაპირველად გადაიდო, რადგან Facebook-ს კომპანიის ინტეგრაციის გეგმების შეჩერება უბრძანეს, რამაც ხანგრძლივი სასამართლო პროცესები გამოიწვია.
Meta-ს ახლა ორი არჩევანი აქვს: გაასაჩივროს გადაწყვეტილება ან უარი თქვას შესრულებაზე.
”ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. განვიხილავთ ყველა ვარიანტს, გასაჩივრების ჩათვლით”,- აცხადებს Meta-ს წარმომადგენელი მარეგულირებლის ბრძანების შესახებ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეტრინ გემელი