LIVE

მასკმა უკანასკნელი სახლი გაყიდა

30 ნოე 202118:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1032
მასკმა უკანასკნელი სახლი გაყიდა

ილონ მასკმა კალიფორნიაში დარჩენილი უკანასკნელი სახლიც გაყიდა. სან-ფრანცისკოში, ჰილსბოროუში მდებარე 7 საძინებლიანი სახლი გასაყიდად გამოტანიდან 18 თვის შემდეგ, ფასდაკლებით $32 მილიონად გაიყიდა.

როგორც Tesla-ს დამფუძნებელმა ივნისში განაცხადა, ის ტეხასში პატარა სახლში ცხოვრობს, რომელსაც საკუთარი კომპანიისგან, Space X-ისგან ქირაობს. გასულ წელს ილონ მასკმა, პირობა დადო, რომ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას თითქმის სრულად გაასხვისებდა, რადგან სურს რესურსი მარსის კოლონიზებაში გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო საკუთრების გაყიდვის შემდეგ მასკი კალიფორნიის რეზიდენტი აღარ არის. შტატს ტოვებენ Tesla და მისი საქველმოქმედო ორგანიზაციაც. კალიფორნიიდან გადასვლა მასკს $2 მილიარდამდე გადასახადებს აარიდებს თავიდან. კალიფორნიის შტატს მდიდრებისთვის ქვეყანაში ყველაზე მაღალი გადასახადები აქვს.