LIVE

JPMorgan და Goldman Sachs-ს ევროპულ აქციებზე პოზიტიურ გათვლებს აკეთებს

15 იან 202115:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 378
JPMorgan და Goldman Sachs-ს ევროპულ აქციებზე პოზიტიურ გათვლებს აკეთებს
Bloomberg

JPMorgan-ის და Goldman Sachs-ის სტრატეგები ჩამორჩენილი ბაზრის პერსპექტივებზე ოპტიმისტურად არიან განწყობილი. Bloomberg-ის მიერ გამოკითხულთაგან  24 სტრატეგს ევროპული კაპიტალის მიმართ პოზიტიური მოლოდინები აქვს. წელს Stoxx Europe 600– სთვის დაახლოებით 4%-იან და Euro Stoxx 50 – ისთვის 5%-იან ზრდას ვარაუდობენ.

JPMorgan– ის თანახმად, აშშ-სთან შედარებით, ევროპული კაპიტალის ბაზრის უკეთესი პერფორმანსის ტრენდი შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს.

რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს აქციებს, ბრექსიტის გარიგების დასრულების შემდეგ, ექსპერტები ნეგატიური პერფორმანსის ტრენდის დასრულებას ელიან. ვაქცინაციის დაწყებამ და Brexit- ის დასრულებამ გაერთიანებული სამეფოს კაპიტალის ბაზარზე ზრდა უნდა გამოიწვიოს.

საყურადღებოა ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ბაზრის წარმატების პროგნოზებები ყოველთვის არ ამართლებს. ბაზრის პერფორმანსზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოგების ზრდის ტემპმა და პოლიტიკურმა ფაქტორებმა. ზოგი სტრატეგი აღნიშნავს, რომ აქციების ფასები უკვე გაიზარდა, რაც ნაკლებ ადგილს ტოვებს ეკონომიკურ ფრონტზე ნებისმიერი ჩავარდნის აღსაქმელად.

”ოქტომბრის შემდეგ, კაპიტალის ბაზრები 20% -ით გაიზარდა, ამიტომ ამ ნაწილში მოსალოდნელი აღდგენა უკვე ვიხილეთ” - თქვა Goldman Sachs- ის სტრატეგმა შერონ ბელმა. ბელი ვარაუდობს, რომ 2021 წელს ევროპული აქციებისთვის მთლიანი მოგება დაახლოებით 8% იქნება, რაც კარგი შედეგია. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელმა ზრდამ აქციები იმედგაცრუებისგან უფრო დაუცველი გახადა.

Stoxx 600 დაახლოებით 6% -ით არის შემცირებული პრე-პანდემიურ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით.  ინდექსი სავარუდოდ წელს ვერ შეძლებს მთლიანად შეავსოს ეს ხარვეზი, უკვე მაღალი შეფასებების გათვალისწინებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ მსიკა