LIVE

ქართული ჩაის ძირითადი მომხმარებლები მონღოლეთი, აზერბაიჯანი და თურქეთია

04 დეკ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1032
ქართული ჩაის ძირითადი მომხმარებლები მონღოლეთი, აზერბაიჯანი და თურქეთია

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 1.9 ათასი ტონა ჩაის (არომატიზირებული და არაარომატიზირებული ჩაი) იმპორტში $7.2 მილიონი გადაიხადა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩაის იმპორტი 14%-ითაა შემცირებული. 

საქართველოში ჩაის TOP-3 იმპორტიორი ქვეყანაა: 

  • აზერბაიჯანი - 633 ტონა / $3.4 მილიონი;
  • შრი ლანკა - 264 ტონა / $1.2 მილიონი;
  • რუსეთი - 206 ტონა / $1.2 მილიონი

რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ $3.9 მილიონის 1.9 ათასი ტონა ჩაი გაყიდა.

TOP-3 საექსპორტო მიმართულება: 

  • მონღოლეთი - 416 ტონა / $219 ათასი;
  • აზერბაიჯანი - 279 ტონა / $1.9 მილიონი;
  • თურქეთი - 196 ტონა / $622 ათასი.