LIVE

ომიკრონის ვაქცინაზე განცხადების შემდეგ Moderna-ს აქციების ფასი იზრდება

30 ნოე 202110:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1088
ომიკრონის ვაქცინაზე განცხადების შემდეგ Moderna-ს აქციების ფასი იზრდება
Bloomberg

Moderna-ს განაცხადის შემდეგ, რომ ომიკრონის შტამზე ადაპტირებული ვაქცინა 2022 წლის დასაწყისში იქნება მზად, კომპანიის აქციების ფასი იზრდება. 

Moderna-ს აქციების ფასი 14%-ით გაიზარდა და ბოლო ორი თვის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ბოლო ზრდა პარასკევის რისკ-აქტივების გლობალური გაყიდვისას კომპანიის 21%-იან ნახტომს დაემატა. Moderna-მ მადლიერების დღეს ასობით მუშაკი მოაბილიზა, რათა ომიკრონის შტამზე მუშაობა დაეწყო.

ანალიტიკოსების თქმით, Moderna-ს mRNA ტექნოლოგია იდეალურია ვაქცინების ახალ ვარიანტებთან ადაპტაციისთვის.

ასევე, 7.6%-ით გაიზარდა BioNTech-ის აქციების ფასი მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ ომიკრონის შტამთან Covid-19-ის არსებული ვაქცინის ადაპტირებაზე მუშაობა დაწყებულია. კომპანია ელის, რომ ახალი ვერსია, საჭიროების შემთხვევაში, მზად 100 დღის განმავლობაში იქნება. BioNTech-ის პარტნიორის, Pfizer-ის აქციების ფასი 3.2%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდი დაამყარა.

ზრდა დააფიქსირეს სხვა კომპანიებმაც, რომლებიც Covid-19-თან საბრძოლველად ვაქცინებს და თერაპიებს ავითარებენ, მათ შორის არიან Novavax-ი და Adagio Therapeutics-ი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯო ისტონი და ბეილი ლიპშულთსი