
Apple განახლებულ MacBook Pro ლაპტოპებს აწარმოებს, რომლებსაც სხვა თვისებებთან ერთად კიდევ უფრო სწრაფი ცენტრალური და გრაპიკული პროცესორები, განახლებული ბირთვი და უფრო მაღალ-კონტრასტული პანელი ექნებათ. ახალ სერიაში Apple მაგნიტური დამტენის დააბრუნებას და თაჩპედის ამოღებასაც აპირებს.
Apple ლეპტოპების ბოლო მოდელებში, როგორც ენერგიის, ასევე ლეპტოპებში მონაცემთა გადასატანად, კომპანია USB-C პორტებს ეყრდნობოდა. ეს ცვლილება Apple-ის პროდუქტებს სხვა მწარმოებლის დამტენებთან თავსებადს ხდიდა, თუმცა, ახლა კომპანია მაგნიტური ენერგიის ადაპტერს უბრუნდება. MagSafe მომდევნო MacBook Pro ლაპტოპებს უფრო სწრაფად დატენის, ამბობს Bloomberg-ის წყარო.
ახალი MacBook Pro ეკრანის ორი ზომით გამოვა - 14 და 16 ინჩიანი მოდელი. ორივე მოდელში Mac პროცესორების შემდეგი თაობის ვერსიები იქნება გამოყენებული.
კომპანია ახალი MacBook Pro– ების ჩაშვებას დაახლოებით წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი