LIVE

თურქეთი ბაიდენს მოუწოდებს, რუსულ სარაკეტო დაპირისპირებას გაცდეს

14 იან 202118:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 341
თურქეთი ბაიდენს მოუწოდებს, რუსულ სარაკეტო დაპირისპირებას გაცდეს
Arif Akdogan/AFP/Getty Images

თურქეთი ბაიდენის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, დეკემბერში დაწესებულ სანქციებს გადახედოს, რომელიც ანკარას რუსეთის S-400 რაკეტის შეძენის გამო დაეკისრა. ამავდროულად, თურქეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთისგან შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის შეწყვეტას გამორიცხავს. 

თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენამ დასავლელ მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია, რადგან ამ სისტემას დასავლეთის სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება შეუძლია, განსაკუთრებით F-35 გამანადგურებელზე.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას. ქვეყანას ასევე აეკრძალა Lockheed Martin Corp-ისს F-35 პროგრამაში მონაწილეობა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ასევე, განაცხადა რომ უპირატესობა NATO-სთან თავსებად სისტემას ანიჭებს, რომელთა შსახებ მოლაპარაკებები პანდემიის გამო შეჩერდა, და განმარტა, რომ რუსული S-400 NATO-ს სარდლობისა და კონტროლის ინფრასტრუქტურაში არ იქნება ინტეგრირებული.

თურქეთის ინფორმაციით, რუსული წარმოების S-400-ს, S-300-ის მსგავსად, ავტონომიური სისტემის სახით გამოიყენებს. და ეს თანამშრომლობა, მხოლოდ თურქეთის სარაკეთო შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

ერდოღანმა 20 იანვრის ინაუგურაციის მოახლოებისთანავე ბაიდენის მიმართ რიტორიკა შეარბილა, მაგრამ კონგრესში მიიჩნევენ, რომ თურქეთისთვის გართულდება სანქციებისგან გათავისუფლება, თუ ის რუსულ შეიარაღებაზე უარს არ იტყვის.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ანკარა თავის ძველ მოკავშირეებთან პარტნიორობას ასუსტებს, რადგან ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ამ რეგიონშიც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სირიასთან დაკავშირებით გაუარესდა. 

აშშ-ს სანქციებმა ეფექტურად შეაჩერდა თურქეთის მიერ აშშ-ს ფინანსური ინსტიტუტებთან, სამხედრო ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესყიდვა. თურქეთმა მოსკოვისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა 2017 წელს შეიძინა, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ანკარაზე Patriot სისტემის მიყიდვაზე. რუსული სარაკეტო სისტემის შეძენამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელქან საქაოღლუ