
პრეზიდენტის საინაუგურაციო კომიტეტის განცხადებით, ლედი გაგა ნაციონალურ ჰიმნს შეასრულებს. მუსიკალური ნომრით წარსდგება ჯენიფერ ლოპესიც.
20 იანვარს მსახიობი ტომ ჰენკსი სპეციალურ სატელევიზიო გადაცემას წაიყვანს, რომელშიც ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისიც გამოჩნდებიან.
ღონისძიებას ტრადიციულად ასიათასობით მოქალაქე ესწრება, თუმცა წელს, პანდემიის გამო, მათ ცერემონიის ყურება სახლიდან მოუწევთ.
6 იანვრის კაპიტილიუმის შტურმის შემდეგ, 20 იანვარს ჯო ბაიდენის და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება დაცული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია