LIVE

საქართველოს დემოკრატია ზღვარზე - მოსაზრება

19 ნოე 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 988
საქართველოს დემოკრატია ზღვარზე - მოსაზრება

“პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლა მოგმართავთ ბავშვი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს საფრთხე ემუქრება”,- ასე დაიწყო ედუარდ სააკაშვილის ვიდეომიმართვა, როდესაც მისი მამა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში 46 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

ახლა შიმშილობის 48-ე დღეა და ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილს სიარული აღარ შეუძლია. მთავრობამ უარყო მისი მოთხოვნა გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც ექსპერტების შეფასებით აუცილებელია შიმშილობის უსაფრთხოდ შეწყვეტისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამომწვევად თქვა, რომ სააკაშვილს აქვს “თვითმკვლელობის უფლება”, ის ბლოკავს სააკაშვილის გადაყვანას. ედუარდის მამის დაკარგვის ალბათობა დღითიდღე იზრდება.

ბოლო კვირების განმავლობაში გაიმართა ყველაზე დიდი ანტისამთავრობო დემონსტრაცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სადაც ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით. 8 ნოემბერს სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში - ოღონდ გლდანის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო საავადმყოფოში, რომელიც მისი პარტნიორის თქმით, არის “ყველაზე საშიში ადგილი სააკაშვილის სიცოცხლისთვის”. სააკაშვილის მდგომარეობას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა” უწოდა და ისაუბრა ადეკვატური სამედიცინო ტექნიკის არქონასა და მუდმივი შეურაცხყოფის რისკზე, როგორც ბადრაგების, ისე პატიმრების მხრიდან.

ბევრისთვის დასავლეთში, განსაკუთრებით ევროკავშირში, სააკაშვილის გადაყვანისთვის ბრძოლა საქართველოს დაავადებული დემოკრატიისთვის ბრძოლას უტოლდება. მათთვის სააკაშვილი არის რეფორმატორი - სინონიმი 2003 წლის ვარდების რევოლუციისა - რომელმაც ცალსახად უარყო რუსეთის კონტროლი და რომლის ქვეყანაში დაბრუნებამ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ, განასახიერა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის საბოლოო შანსი. ისინი ამტკიცებენ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს იმედები დემოკრატიზაციის რეფორმების გაგრძელების შესახებ დაიკარგება, შესაძლოა, შეუქცევადად.

ბალანსის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში პოლიტიკური დაბალანსების ეს უკანასკნელი თამაში გაცილებით რთულია. სააკაშვილის მიმართ ბრალდებები არ არის უსაფუძვლო. თუ საქმე განიხილება დამოუკიდებელ სასამართლოში - ბრალდებები მოიცავს ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმაში მონაწილეობას, რისთვისაც ის უკვე დაუსწრებლად არის ნასამართლევი, მისი მმართველობის პერიოდში ოპოზიციის პროტესტის ჩახშობასა და უკანონო დაშლას - მინიმუმ ერთი ბრალდება შეიძლება დადასტურდეს.

“საქმე არ არის იმაში, რომ გამოძიების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოიქმნება სამართლებრივი პრობლემები. განსაკუთრებით ორ შემთხვევაში, როდესაც გამომძიებლებს ჰყავდათ მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეები”,- ამბობს ეკა გიგაური, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში.

როგორიც არ უნდა იყოს მისი ბრალი, საქართველოში სამართლიანი სასამართლოს შანსები სულ მცირეა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ სააკაშვილს არ აქვს წვდომა სამართლიან და უსამართლო სასამართლოზე: ახლა სააკაშვილს სასამართლოში გამოცხადება ეკრძალება და მიზეზად მოსამართლეებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოსცა გადაუდებელი დროებითი ღონისძიება სააკაშვილს შიმშილობის შემდეგ სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მისი საჭიროებები უკვე დაკმაყოფილებულია გლდანის ციხის საავადმყოფოში, რაც მიუთითებს, რომ მთავრობა დათმობას არ აპირებს.

ქართველებისთვის სასამართლოების თავხედური მიკერძოება ახალი არ არის. გარკვეულწილად ირონიულია, რომ სასამართლო სისტემა დიდი ხანია განიხილება სააკაშვილის რეფორმირების ეპოქის ერთ-ერთ ბოლო ხელუხლებელ საყრდენად, რომელიც ჯერ კიდევ ითვლება “კლანური მმართველობის” ერთ-ერთ ფორმად. 

„სააკაშვილმა საქართველოში გაატარა სპეციალური ანტიკორუფციული რეფორმები, მაგრამ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“,- ამბობს ეკა გიგაური, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემას ახასიათებს, როგორც “მოსამართლეთა გავლენიან კლანს, რომელთაც მხარს უჭერს მთავრობა".

მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთიც, სადაც სახელმწიფო მაუწყებლები გულმოდგინედ ავრცელებენ სააკაშვილის კადრებს ფარული გაფრთხილებით: პატარა ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ლოიალურები არიან დასავლეთის მიმართ, უნდა ისწავლონ გაკვეთილი - როცა ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, დასავლელი ლიდერები არ დაგიცავენ.

მდგომარეობა სწრაფად უარესდება. გასულ შაბათ-კვირას საქართველომ ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები იხილა და მას შემდეგ მომიტინგეები ყოველდღე გამოდიან თბილისის ქუჩებში. იმის გამო, რომ მთავრობა ურყევად ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის ჰოსპიტალიზებას, ახლა უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა სააკაშვილის პროტესტის ფორმას: ათი ოპოზიციური დეპუტატი და კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი საკრებულოს წევრი შიმშილობს. სამშაბათს შიმშილობა დაიწყო პაატა ბურჭულაძემ.

ბევრის, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერი არ არის და ამ მემკვიდრეობას ედავება, მასთან მოპყრობა მნიშვნელოვანია. სააკაშვილის საქმე სწრაფად გადაიქცევა საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის ფაქტორად: რაც უფრო უსირცხვილოდ ირღვევა სასამართლო ნორმები, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა ევროკავშირში გაწევრიანების ოპტიმისტური მისწრაფებები. რაც უფრო მეტად პოლარიზდება პარტიული სისტემა გეოპოლიტიკური ღერძის გასწვრივ, იზრდება სააკაშვილის სიკვდილის რისკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად შორდება ევროპას.

ცოტას შეეძლო დარწმუნებით ეწინასწარმეტყველა საქართველოს ბოლო კრიზისის შედეგები. უკრაინას, რომლის მოქალაქეცაა სააკაშვილი, შეუძლია მისი ექსტრადიცია მოითხოვოს. უფრო სავარაუდო კი გრძელვადიანი ჩიხია - ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი და შემდგომი სამოქალაქო არეულობა ახლა რეალური პერსპექტივაა. როგორიც არ უნდა იყოს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოტივები, მისი ყველაზე ოპორტუნისტული ფანტაზიებიც კი არ გაამართლებს იმ კრიზისს, რომელიც მთავრობამ გამოიწვია, როდესაც რუსეთიც და ევროკავშირიც სწრაფად ხდებიან ცენტრალური, თუ არა მიზანმიმართული მოთამაშეები ეროვნული დემოკრატიის მომავლისთვის.