
ჯეფ ბეზოსის საქველმოქმედო ფონდი თითქმის $100 მილიონს სწირავს ჯგუფებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში უსახლკარო ოჯახების მხარდაჭერაზე მუშაობენ.
მსოფლიოში მეორე უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ ფონდმა გამოყო $96,2 მილიონი 32 ბენეფიციარისთვის 21 შტატში. ჯეფ ბეზოსმა Day One Fund 2018 წელს დააარსა, როდესაც ყოფილ მეუღლესთან, მაკენზი სკოტთან ერთად $2 მილიარდი გაიღო უსახლკარო ოჯახების დასახმარებლად და დაბალშემოსავლიან თემებში არაკომერციული სკოლამდელი დაწესებულებების ქსელის შესაქმნელად.
Amazon.com-ის დამფუძნებელი ამჟამად $204 მილიარდს ფლობს და Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკ მაკგრატი