LIVE

JPMorgan-ი Tesla-ს $162 მილიონის გადახდის მოთხოვნით უჩივის

17 ნოე 202110:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
JPMorgan-ი Tesla-ს $162 მილიონის გადახდის მოთხოვნით უჩივის

JPMorgan-ი Tesla-ს $162 მილიონის გადახდის მოთხოვნით უჩივის. თანხა, რომელსაც ბანკი ითხოვს საფონდო ორდერთან არის დაკავშირებული. ბანკის მტკიცებით, მასკის სამი წლის წინანდელმა მცდელობამ ავტომწარმოებლის დახურულ აქციონერულ კომპანიად გადაქცევის შესახებ, ამ ტრანზაქციებზე იქონია გავლენა.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ორშაბათს შეტანილი საჩივრის თანახმად, აშშ-ს უმსხვილესმა ბანკმა, Tesla-ს დახმარების მიზნით, საფონდო ორდერი 2014 წელს იყიდა. როდესაც ორდერის ვადა ამოიწურებოდა, კომპანიას უნდა დავალებოდა JPMorgan-ისთვის აქციების სახით ან ნაღდი ფულით გადახდა, იმ შემთხვევაში თუ მისი აქციები გარკვეულ ფასზე მაღლა ივაჭრებდა.

JPMorgan-ი ამტკიცებს, რომ მას ჰქონდა მოქმედების თავისუფლება, შეეცვალა ოფციონით დადგენილი აქციის ფასი კონკრეტული ფაქტორების გათვალისწინეთ, მათ შორის Tesla-ს აქციების ცვალებადობის მიხედვითაც. ბანკმა ორი ცვლილება განახორციელა 2018 წლის აგვისტოში. ერთი მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის Tesla-ს დახურულ აქციონერულ კომპანიად გადაქცევას აპირებდა და მეორედ, როდესაც რამდენიმე კვირის შემდეგ გადაიფიქრა.

ახლა, როდესაც ორდერს ვადა ამოეწურა, JPMorgan ამტკიცებს, რომ Tesla-მ ბანკს შეუზღუდა შესაძლებლობა მიეღო ის, რაც ეკუთვნის.

საჩივარში ასევე დაფიქსირებულია Tesla-ს პოზიციაც. როგორც ბანკის საჩივარშია აღნიშნული, ავტომწარმოებელმა JPMorgan-ს 2019 წლის თებერვალში მისწერა, რომ ბანკის მიერ ექვსი თვით ადრე განხორციელებული კორექტირება იყო არაგონივრულად დაჩქარებული და წარმოადგენდა ოპორტუნისტულ მცდელობას ესარგებლა კომპანიის აქციების სწრაფი ცვალებადობით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო შნაიდერი და რობერდ ბრენსონი