LIVE

მასკი Tesla-ს აქციების გაყიდვას განაგრძობს

16 ნოე 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1155
მასკი Tesla-ს აქციების გაყიდვას განაგრძობს
Bloomberg

ილონ მასკი გაყიდვების სერიას აგრძელებს. ელექტრომობილების მწარმოებლის დირექტორმა Tesla-ს აქციები კიდევ გაყიდა.

მარეგულირებელი დოკუმენტების მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ორშაბათს 934 000-ზე მეტი აქცია დაახლოებით $930 მილიონ დოლარად გაყიდა. ეს დამატებით $6,9 მილიარდის აქციებზე, რომელიც მან გასულ კვირას გადასახადების გადახდის მიზნით გაყიდა. მასკი აქციების მას შემდეგ ყიდის, რაც Twitter-ის უჩვეულო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სადაც მან მომხმარებლებს კითხა უნდა გაეყიდა თუ არა Tesla-ს 10%-იანი წილი, დადებითი პასუხი მიიღო.

პარალელურად, აშშ-ში მსჯელობენ იხდიან თუ არა მდიდრები საკმარის გადასახადებს. გადასახადების საკითხს შაბათ-კვირას Twitter-ის პოსტში ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსიც გამოეხმაურა.

„ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ უკიდურესად მდიდრებმა გადაიხადონ სამართლიანი წილი“,- დაწერა სანდერსმა, რაზეც Tesla-ს დირექტორმა უპასუხა: „ბერნი, გსურთ მეტი აქციები გავყიდო? უბრალოდ თქვი…”

თუმცა, რაც მასკმა მიმდევრებს არ გაუმჟღავნა არის ის, რომ აქციების გაყიდვა წინასწარ შეთანხმებული სავაჭრო გეგმის ნაწილი იყო, რომელიც სექტემბერში შემუშავდა. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს მილიონობით კაპიტალის ოფცია აქვს, რომელიც მომავალ აგვისტომდე უნდა გამოიყენოს. ჯერ კიდევ სექტემბერში მასკმა თქვა, რომ მათ უზარმაზარ ნაწილს სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოიყენებდა.

10%-იანი ნიშნულის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ილონ მასკმა გამოკითხვაში დასახა, Tesla-ს დაახლოებით 17 მილიონი აქცია უნდა გაიყიდოს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა $7,3 მილიონის აქციები, უკვე გაყიდა, 10%-ის შესავსებად კიდევ ამდენია საჭირო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სესილ ვანუჩი