
ნებრასკაში, ლინკოლნის ბავშვთა ზოოპარკში, გართულებულმა COVID-19-მა სამი თოვლის ლეოპარდი - რენი, ევერესტი და მაკალუ იმსხვერპლა.
ლეოპარდებთან ერთად, გასულ თვეს კორონავირუსის წინააღმდეგ ზოოპარკი ორ სუმატრულ ვეფხვს მკურნალობდა. ვეფხვები უკვე გამოჯანმრთელდნენ.
ზოოპარკი ღიაა საზოგადოებისთვის. ადმინისტრაციის განცხადებით, პარკი COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მუშაობას სიფრთხილის ზომების დაცვით აგრძელებს.
ცხოველებში გავრცელებულ Covid-19-ს აშშ-ის არაერთი ზოოპარკი ებრძვის. მათ შორისაა სენტ-ლუისა და დენვერის ზოოპარკები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია