
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) ვარაუდობს, რომ მწვავე არასრულფასოვანი კვების გამო, მიმდინარე წლის ბოლომდე ავღანეთში დაახლოებით 3,2 მილიონი ბავშვი დაზარალდება. მათგან 1 მილიონი სიკვდილის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"ეს რთული ბრძოლაა, რადგან ქვეყანა შიმშილს ჰყავს შეპყრობილი. მსოფლიომ არ და ვერ აქციოს ავღანეთს ზურგი”,- ამბობს WHO-ს პრესსპიკერი მარგარეტ ჰარისი.
არასრულფასოვანი კვება საკვების ის ოდენობაა, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის არასაკმარისია. ის აზიანებს ჯანმრთელობას და სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება.