LIVE

Facebook-ი გარკვეულ ჯგუფებზე მიმართულ რეკლამას კრძალავს

10 ნოე 202115:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 418
Facebook-ი გარკვეულ ჯგუფებზე მიმართულ რეკლამას კრძალავს

კომპანია Meta თავის პლატფორმებზე - Facebook-სა და Instagram-ზე გარკვეულ სამიზნე ჯგუფებზე მორგებული რეკლამის გაშვებას კრძალავს. აკრძალვა ეხება კონკრეტული რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის მომხმარებლებს. Meta მიიჩნევს, რომ ეს კატეგორიები „შეიძლება აღქმული იყოს მგრძნობიარედ“. 

Facebook-ი და და Instagram-ი არ სთხოვენ მომხმარებლებს გაამჟღავნონ რასის, რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია და ამასთან, მარკეტერებს არ აძლევენ უფლებას რეკლამის სამიზნე ამ ნიშნით შეარჩიონ. თუმცა კომპანია რეკლამის განმთავსებლებს სთავაზობს ათასობით სხვა ვარიანტს, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მგრძნობიარე მახასიათებლებთან და ასეთი მახასიათებლები შესაძლოა გამოყენებული იქნას რასის ან სექსუალური ორიენტაციის დასადგენად.

Meta მომხმარებლების ინტერესებს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის გვერდებითა და რეკლამებით ინტერესდებიან ისინი.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ Meta არ აძლევს უფლებას რეკლამის განმთავსებლებს მიმართონ მომხმარებლები კონკრეტული რელიგიის მიხედვით, მათ შეუძლიათ სამიზნედ აირჩიონ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან ისეთი თემებით, როგორიცაა „კათოლიკური ეკლესია“ ან „ებრაული დღესასწაულები“. ბრენდებს შეუძლიათ რეკლამა გაფილტრონ საკვანძო სიტყვებით, როგორიცაა „ქიმიოთერაპია“ ან „დიაბეტის მსოფლიო დღე“. ამ ტიპის კატეგორიები იანვრიდან გაუქმდება. 

ზოგიერთი სამიზნე კატეგორია, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკასთან, ასევე წაიშლება, თუმცა პოლიტიკური რეკლამის განმთავსებლები მაინც შეძლებენ თავიანთი შეტყობინებების სამიზნის განსაზღვრას რიგი სხვა კრიტერიუმების, მათ შორის ელფოსტის მისამართების გამოყენებით.

რეკლამის სამიზნე აუდიტორიის შერჩევის გამო, კომპანიას მრავალი წელია აკრიტიკებენ. Meta-მ ეს გადაწყვეტილება იურისტებთან განხილვით მიიღო.

აშშ-ის საბინაო და ურბანული განვითარების დეპარტამენტმა Facebook-ი 2019 წელს დაადანაშაულა დისკრიმინაციაში, რადგან პლატფორმა მათ საშუალებას არ აძლევდა განეთავსებინათ რეკლამა, რომელიც სქესსა და რასაზე იქნებოდა მორგებული, რაც კანონით აკრძალულია.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი