LIVE

რამდენს ხარჯავს საქართველო ახალი და მეორადი საბურავების იმპორტზე

10 ნოე 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2636
რამდენს ხარჯავს საქართველო ახალი და მეორადი საბურავების იმპორტზე

ახალი საბურავების იმპორტი, მეორადი საბურავების იმპორტს 6-ჯერ აღემატება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ $51.2 მილიონის ახალი საბურავი შეიძინა, ხოლო მეორადი საბურავების იმპორტში $8.5 მილიონი გადაიხადა.

მეორადი საბურავების, ძირითადი მომწოდებლები გერმანია ($2.8 მილიონი), იაპონია ($1.8 მილიონი) და შვეიცარია ($1.2 მილიონი) არიან.

ახალ საბურავებს საქართველო, ძირითადად ჩინეთში ( $19.2 მილიონი), თურქეთში ($8.9 მილიონი), იაპონიასა ($3.5 მილიონი) და რუსეთში ($3.2 მილიონი) ყიდულობს.

მიმდინარე წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ახალი საბურავების იმპორტი 4.6%-ით, ხოლო მეორადების 6.5%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ექსპორტს, 9 თვეში საქართველომ $9.6 მილიონის ახალი საბურავი გაყიდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით ექსპორტი 60%-ით შემცირდა.