LIVE

Covid-19-მა 31 ქვეყანაში 28 მილიონი წლის სიცოცხლე მიიტაცა

15 ნოე 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 858
Covid-19-მა 31 ქვეყანაში 28 მილიონი წლის სიცოცხლე მიიტაცა

პანდემიის გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე არათანაბარია. მათ შორის განსხვავებულია ინფიცირების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელიც. სიცოცხლის ხანგრძლივობა გასულ წელს უმეტეს ადგილებში შემოკლდა. ჯამში 31 ქვეყანაში სიცოცხლის კუმულაციური ხანგრძლივობა 28,1 მილიონი წლით შემცირდა. 

ამ მხრივ, გამონაკლისია რამდენიმე ქვეყანა. მათ შორის, ახალი ზელანდია და ტაივანი, სადაც გასულ წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. 

ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა რუსეთი, ბულგარეთი, ლიტვა, აშშ და პოლონეთი. მას მოსდევს იტალია, ჩილე, ესპანეთი და ბელგია. მე-10 ადგილზე ჩეხეთის რესპუბლიკაა.

2020 წელს Covid-19-ით დაკარგული სიცოცხლის წლების ოდენობა ხუთჯერ აღემატება 2015 წელს გრიპის შედეგად დაკარგულ წლებს. 

37 ქვეყნის მიმოხილვა ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნდა. მიმოხილვას ოქსფორდის უნივერსიტეტის სტატისტიკოსი ნაზრულ ისლამი ხელმძღვანელობდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი