LIVE

წელს საქართველომ $194 მილიონის ღვინო გაყიდა - ექსპორტი იზრდება

08 ნოე 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1147
წელს საქართველომ $194 მილიონის ღვინო გაყიდა - ექსპორტი იზრდება

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებულმა შემოსავალმა $194 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 9%-ით მეტია. 11%-ით გაიზარდა ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია:

  • რუსეთი (49 064224 ბოთლი - ზრდა - 5%)
  • უკრაინა (10 558377 ბოთლი - ზრდა - 21%)
  • პოლონეთი (4 984017 ბოთლი - ზრდა - 20%)
  • ჩინეთი (4 553919 ბოთლი - ზრდა -13%)
  • ბელარუსი (3 348501 ბოთლი - ზრდა -17%)

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 275%-ით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი ჩეხეთში. 209%-ით არის გაზრდილი ექსპორტი თურქეთშიც. 175%-იანი მატებაა მონღოლეთში. შესაბამისად, 84%-ით და 65%-ით მოიმატა ექსპორტმა კანადაში და შვედეთში. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.