LIVE

YouTube-ი კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ახალი ვიდეოებით უპირისპირდება

13 იან 202119:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 381
YouTube-ი კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ახალი ვიდეოებით უპირისპირდება
Gabby Jones/Bloomberg

YouTube-ი Covid19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ახალი ვიდეოებით შეებრძოლება. მათ მოსამზადებლად ვიდეოების უდიდესმა პლატფორმამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების გუნდი შეკრიბა. მას CVS Health-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გარტ გრეჰემი, უხელმძღვანელებს. ის დარწმუნებულია, რომ პლატფორმას აუდიტორიის ქცევის ცვლილებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. 

სამუშაო პროცესში ამერიკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ფორუმი, კლივლენდისა და მაიოს კლინიკები ჩაერთვებიან.

YouTube-ი ვიდეოების მომზადების ფინანსურ მხარდაჭერას გეგმავს. პლატფორმაზე განსათავსებელი კონტენტის შექმნის დაფინანსება სოციალური ქსელებისთვის უჩველო პრაქტიკაა. 

იმისათვის, რომ ვიდეოები პოპულარული გახდეს, შესაძლოა, მასში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ვიხილოთ. ამით YouTube-ი გასულ წელს დაწყებულ მიმართულებას გაარძელებს. ოქტომბერში აშშ-ს წამყვან ინფექციონისტთან,  ენტონი ფაუჩისთან ინტერვიუ რეპერმა ფეტ ჯომ ჩაწერა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკო გრანტი და მარკ ბერგენი