LIVE

Novavax-მა ვაქცინის ავტორიზაციისთვის WHO-ს მიმართა

05 ნოე 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 778
Novavax-მა ვაქცინის ავტორიზაციისთვის WHO-ს მიმართა

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Novavax-მა "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას" (WHO) Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის მისაღებად მიმართა. 

კომპანიის განცხადებით, WHO-სთვის წარდგენილი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ აცრა უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას ზომიერი და მძიმე დაავადებისგან და მისი ზოგადი ეფექტურობა 90.4%-ია. 

Novavax-ს მიმდინარე წელს წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რამაც მას ხელი შეუშალა გამხდარიყო აშშ-ის ვაქცინაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, ის ახლა უფრო მეტ ბაზარზე გასასვლელად ემზადება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტენლი ერკმა ასევე თქვა, რომ ვაქცინა შეიძლება იყოს "ბუსტერის" შესანიშნავი კანდიდატი.

WHO-ს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ნიშნავს, რომ Novavax-ს საშუალება ექნება ვაქცინა სწრაფად შესთავაზოს ბევრ განვითარებად ქვეყანას, რომელსაც ვაქცინების დეფიციტი აქვს. WHO-სთან ერთად, Novavax-მა ავტორიზაციისთვის დიდ ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, ახალ ზელანდიის, ევროკავშირის, ინდოეთისა და ფილიპინების მარეგულირებლებს მიმართა. Novavax-ი გეგმავს, რომ აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას" (FDA) მიმდინარე წლის ბოლომდე მიმართოს.

კომპანიის ვაქცინამ ავტორიზაცია კვირის დასაწყისში უკვე მოიპოვა ინდონეზიაში.  

Novavax-ის განცხადებით, წინა წელთან შედარებით, მისი მესამე კვარტლის შემოსავალი გაიზარდა 14%-ით, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება ანალიტიკოსების შეფასებებს. კომპანიამ ასევე დააფიქსირა აქციაზე $4,31 წმინდა ზარალი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმოთი ანეტი