
მთავრობას წლის ბოლომდე ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები უნდა გაეცა, თუმცა ათასობით უმუშევარი მოქალაქე დახმარების მიღმა აღმოჩნდა, რის ერთ-ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ მოქალაქეებს ოქტომბრისა და ნოემბრის ანაზღაურება დეკემბრის თვეში ჩაერიცხათ, რის გამოც შემოსავალი დაურფიქსირდათ და ერთდჯერადი 300 ლარიანი დახმარება ვერ მიიღეს. დახმარებების მეორე ეტაპზე მთავრობამ ერთჯერად კომპენსაციებზე 52% -ით ნაკლები დახარჯა, ვიდრე ვარაუდობდა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 75 მილიონიდან ამ მიმართულებით მხოლოდ 36 მილიონია ათვისებული. 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებების გაცემა უკვე დასრულდა.
იურისტი, ანა ცინცაძე ამბობს, რომ მოქალაქეები შემოსავლების სამსახურის ბაზაში რეგისტრირებულები არიან, თუმცა მათ თანხა ამდრომდე არ მიუღიათ. მათ არც შესაბამისი პასუხი აქვთ უწყებებეიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოხვდნენ იმ დასაქმებულებს შორის, ვისაც ერთჯერადი დახმარებები უკვე ჩაერიცხათ.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ მსგავსი პრობლემები კომპენსაციების გაცემის პირველი ეტაპის დროსაც იყო, თუმცა ამ მიმართულებით ცვლილებები, მთავრობის მხრიდან არც ამ ჯერად განხორციელებულა.
ახლა მთავრობა უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის მესამე ტალღას იწყებს. ამისთვის კი 150 მილიონი ლარია გამოყოფილი. რეგისტრაციის ვადა 20 იანვარს იწურება და შედეგად მოქალაქეები 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიირებენ.