LIVE

სიმსუქნის ახალი წამალი ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოვა

07 ნოე 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1719
სიმსუქნის ახალი წამალი ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოვა
Carsten Snejbjerg/Bloomberg

სიმსუქნის სამკურნალო პირველი ახალი წამალი ბაზარზე რამდენიმე წლის განმავლობაში გამოჩნდება, თუმცა მის მიმართ მომხმარებლების ინტერესი უკვე დიდია, რამაც მწარმოებელი კომპანიის Novo Nordisk-ის შემოსავლებზე გავლენა უკვე მოახდინა. 

FDA-ს მიერ ახლახან დამტკიცებული პრეპარატი Wegovy აქვეითებს მადას და პაციენტებს წონის 15%-ით დაკლებაში ეხმარება. გასულ კვარტალში დანიური ფარმაცევტული კომპანიის შემოსავალი უპრეცედენტოდ, 41%-ით გაიზარდა. 

ის არის პირველი რეცეპტით გასაცემი წამალი, რომელმაც გასული შვიდი წლის განმავლობაში FDA-ს დამტკიცება მოიპოვა. 

"მოთხოვნა დიდია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ დავეხმარებით ყველა პაციენტს”,- განაცხადა Novo Nordisk-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრუერგარდ იორგენსენმა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, Wegovy-ს წლიური შემოსავალი 2024 წელს $3,2 მილიარდამდე გაიზრდება. 

კვლევებით დგინდება, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს სიმსუქნის პრობლემა, რაც გაზრდის დიაბეტის, გულის დაავადებებისა და კიბოს რისკს და ამასთანავე, გაზრდის ჯანდაცვის ხარჯებს. შეერთებულ შტატებში 2018 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგდა შტატების რაოდენობა, სადაც ზრდასრულთა მესამედზე მეტი მსუქანია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენის კიუ