LIVE

Disney Eternals-ის დებიუტიდან $75 მილიონიან შემოსავალს ელოდება

03 ნოე 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 801
Disney Eternals-ის დებიუტიდან $75 მილიონიან შემოსავალს ელოდება
Marvel Studios

Disney Marvel-ის Eternals-ისთვის გახსნის შაბათ-კვირას დაახლოებით $75 მილიონის შემოსავალს ელის.

პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, Eternals-ს წელს მესამე ან მეოთხე უდიდესი დებიუტი ექნება. 2021 წლის ყველაზე დიდი დებიუტი Sony-ის Venom: Let There Be Carnage-ს ჰქონდა $90 მილიონით და ასევე Black Widow-ს $80 მილიონით, რომლის პრემიერა კინოთეატრებთან ერთად სტრიმინგ სერვის Disney+-ზეც შედგა. Eternals-ი, Venom-ის მსგავსად, თავიდან მხოლოდ კინოთეატრებში იქნება ხელმისაწვდომი.

Marvel-ის ახალ ფილმში, რომელიც 5 ნოემბერს გამოვა, მთავარ როლებს სალმა ჰაიეკი და ანჯელინა ჯოლი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი ქლოი ჟაოა, რომელმაც ფილმისთვის Nomadland წელს ოსკარი მიიღო. Rotten Tomatoes-ის მიხედვით, Eternals-მა ყველაზე ცუდი შეფასებები მიიღო Disney-ის Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში.

კინოთეატრებს 2020 წლის თებერვლის შემდეგ ოქტომბერში საუკეთესო თვე ჰქონდათ. თუმცა, ეს შესაძლოა იმასაც უკავშირდებოდეს, რომ ბევრი დაგვიანებული ფილმი საბოლოოდ ახლა გამოდის. აღსანიშნავია, რომ Marvel-ის სუპერგმირების ფილმები გახსნის შაბათ-კვირას, ჩვეულებრივ, შემოსავლის სახით $100 მილიონს ან მეტს იღებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან ეკჰაუსი