LIVE

Netflix-მა Android-ის მოწყობილობებისთვის ვიდეო თამაშები წარადგინა

03 ნოე 202117:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1345
Netflix-მა Android-ის მოწყობილობებისთვის ვიდეო თამაშები წარადგინა
Netflix

Netflix-მა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მოსალოდნელი შესვლა დაიწყო. კომპანიამ ხუთი ახალი მობილური თამაში წარადგინა, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ Android-ის მოწყობილობებზეა გათვლილი.

Netflix-ის თამაშების განვითარების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ ვერდუს განცხადებით, ვიდეო თამაშები Netflix-ის ორიგინალურ სერვისში შედის და რეკლამა ან დამატებითი შესყიდვები საჭირო არ იქნება.

სტრიმინგ კომპანიისთვის ვიდეო თამაშები შემდეგი დიდი ეტაპია. ვიდეო თამაშების ინდუსტრია უფრო დიდია, ვიდრე კინო და სატელევიზიო ბიზნესი. მოთამაშეები, რომლებიც სისტემაში შევლენ, დაინახავენ თამაშების რიგს და ჩანართს, სადაც თამაშის არჩევას შეძლებენ. ასევე დაგეგმილია თამაშები Apple-ის iPhone-ისთვისაც.

თავდაპირველი შეთავაზება მოიცავს თამაშებს, რომლებიც დაკავშირებულია Netflix-ის შოუებთან, როგორიცაა Stranger Things: 1984 და Stranger Things 3: The Game. ასევე, Shooting Hoops, Card Blast და Teeter Up.

ვიდეო თამაშები Netflix-ისთვის მომხმარებლის მოზიდვის ახალი გზაა. ამასთან, კომპანია გამომწერებს შესთავაზებს სერვისს, რომელსაც მისი პირდაპირი კონკურენტები მომხმარებელს არ სთავაზობენ.

Netflix-ის აქციები ნიუ-იორკში 1%-ით გაიზარდა და აქციაზე $687,68 შეადგინა. მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ფასი ჯამში 26%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობ გოლუმი