LIVE

მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბაზარზე ქაოსს ელიან

13 იან 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 941
მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბაზარზე ქაოსს ელიან
Bloomberg L.P.

მსოფლიოს რამდენიმე მსხვილი ბანკი აშშ-ს მოსამართლეებს მოუწოდებს, რომ მყისიერად არ შეაჩერონ ლონდონის ბანკთაშორის შეთავაზების კურსი (LIBOR). 

ბრალდების მხარე, მათ შორის JPMorgan Chase & Co, Credit Suisse Group და Deutsche Bank, აღნიშნავს რომ ნოემბერს შეტანილი სარჩელი, რომელიც ლონდონის ბანკთაშორისი კურსის გაუქმებას ისახავს მიზნად, ფინანსურ ბაზრებს დააზიანებს. 27 მოსარჩელე კი, რომელთა შორის არიან სამომხმარებლო სესხისა და საკრეტიდო ბარათის მომხმარებლები, დამატებით ფულადი ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვენ. 

ადვოკატები, რომლებიც ხსენებული საქმის მხარეს არ წარმოადგენენ, ამბობენ რომ პროცესის შეჩერება ნაკლებად სავარადოა. ამასთანავე, ეს მოიცავს იმ ბანკების რისკებსა და იურიდიულ ხარჯებსაც, რომლებიც განაგრძობენ LIBOR-ის მხარდაჭრას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ასობით ტრილიონ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ აქტივებს მთელ მსოფლიოში.   

სან ფრანცისკოელი მოსამართლის თქმით, ის მზადაა შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსმენის გარეშეც მიიღოს, თუმცა ხუთშაბათს ჩანიშნულ სხდომაზე ის საქმის მანჰეტენის ფედერალური სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ ბანკების მიმართვასაც მოისმენს. 

LIBOR ეხმარება სესხის აღების ღირებულების დადენას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს რეგულატორებმა დაადგინეს, რომ გამსესხებლები სესხის განაკვეთით თავიანთ სასარგებლოდ მანიპულირებდნენ, რაც მილიარდობით დოლარის ჯარიმას გულისხმობდა. 

სამი წლის მანძლზე, მსოფლიო პოლიტიკის შემქმნელებმა განავითარეს ახალი ნიშნული, რომელმაც 2021 წლის ბოლოსთვის LIBOR უნდა ჩაანაცვლოს. ნოემბერში, ოფიციალურმა პირებმა დოლარში  LIBOR-ის  2023 წლის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივების ინიციატივა გამოთქვეს, რაც კომპანიებს გარდამავალ პერიოდში დაეხმარება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილიამ შოუ და ჯოელ როზენბლატი