LIVE

100 ქვეყანა ტყეების დასაცავად $19 მილიარდს გამოყოფს

03 ნოე 202112:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 767
100 ქვეყანა ტყეების დასაცავად $19 მილიარდს გამოყოფს
Leonardo Carrato/Bloomberg

ასმა ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოს ტყეების 85%-ს წარმოადგენს, პირობა დადო, რომ მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ტყის გაჩეხას და გაუტყეურებას შეჩერებას. ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში აღებული ახალი მთავარი ვალდებულებაა. 

ქვეყნებს შორისაა ბრაზილია, რუსეთი, კანადა, კოლუმბია და ინდონეზია. ინიციატივის შესრულებისთვის ბრაზილიის ჩართულობა გადამწყვეტია, რადგან მის ტერიტორიაზე მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყე მდებარეობს. გაერთიანებული სამეფოს მონაცემებით, ტერიტორია, რომელიც 27 ფეხბურთის მოედნის ზომისაა, ფართობს ყოველ წუთს კარგავს.  

სხვადასხვა წყაროდან ინიციატივის განსახორციელებლად $19,2 მილიარდი (დაახლოებით 14 მილიარდი ფუნტი) დაიხარჯება. აქედან $7,2 მილიარდს კომპანიები და ფილანთროპები გაიღებენ და მოხმარდება სამხრეთ ამერიკაში ტყეების გაჩეხის საწინააღმდეგო და სოიასა და პირუტყვის მოშენების წახალისებას, ასევე, ხეების დარგვასა და ბუნების დასაცავად სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს. 

2021 წლიდან 2025 წლამდე კერძო დაფინანსების გარდა, ტყის ხანძრების მოსაგვარებლად, მიწის აღდგენისა და ძირძველი თემების დასახმარებლად 12 ქვეყანა $12 მილიარდს (8,75 მილიარდი ფუნტი) გამოყოფს.

იმავდროულად, 30 ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის Aviva, Schroders-ი და Axa, აიღებენ ვალდებულებას, შეაჩერონ ინვესტიციები ტყეების გაჩეხასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. 

ტყის ექსპერტები ლიდერების ინიციატივას მიესალმებიან და საზოგადოებას ახსენებენ, რომ 2014 წლის ტყეების შესახებ ნიუ-იორკის დეკლარაცია ასევე შეიცავდა ვალდებულებას 2030 წლისთვის ტყის გაჩეხის შეწყვეტის შესახებ. გასულ თვეში მომზადებულ ანგარიშის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ხელმომწერებმა მიზნები თავიანთ საშინაო პოლიტიკაში არ შეიტანეს.

დღესვე  2030 წლისთვის მეთანის ემისიების 30%-ით შემცირების გლობალურ ინიციატივას 90-მდე ქვეყანა შეუერთდა. ჩინეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა ვალდებულებას ხელი არ მოაწერეს. 

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაეროს კლიმატის საკითხების კონფერენცია გუშინ გაიხსნა. მას მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობენ. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის  ავტორი: ჯეს შენკლმენი