LIVE

230,000%-იანი ზრდის შემდეგ, Squid Game-ს კრიპტოვალუტამ ფასი დაკარგა

02 ნოე 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1117
230,000%-იანი ზრდის შემდეგ, Squid Game-ს კრიპტოვალუტამ ფასი დაკარგა

ციფრულმა ტოკენმა, რომელიც Netflix-ის პოპულარული სამხრეთ კორეული სერიალის, Squid Game-ითაა შთაგონებული, თითქმის მთელი ღირებულება დაკარგა, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს აშკარა თაღლითობა იყო. კრიპტოვალუტის მონაცემთა ვებსაიტის, CoinMarketCap-ის მიხედვით, მისი ფასი 99,99%-ით დაეცა.

Squid-ი, რომელიც საკუთარ თავს „თამაშით მოსაპოვებელ კრიპტოვალუტად“ აცხადებდა, ბოლო დღეებში 230,000%-ით გაძვირდა და 2,861.80-ს მიაღწია. 

კრიტიკოსები მალევე მიხვდნენ, რომ საქმე თაღლითობას ეხებოდა, რადგან ხალხს თავიანთი ტოკენების გაყიდვის უფლება არ მიეცათ. გარდა ამისა, ვებსაიტი შეიცავდა ბევრ ორთოგრაფიულ და გრამატიკულ შეცდომას, რაც მის არასანდოობაზე მიუთითებდა. ამჟამად როგორც ვებგვერდი, ასევე, სოციალური მედიის ანგარიშები, რომლებიც ტოკენებს სთავაზობდნენ, გამქრალია. 

ამ სახის თაღლითობას კრიპტო ინვესტორები ჩვეულებრივ "ფარდაგის მოზიდვას" უწოდებენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ციფრული ტოკენის პრომოუტერი იზიდავს მყიდველებს, წყვეტს სავაჭრო აქტივობას და ვალდებულებებს აღარ ასრულებს.

„თამაშით მოსაპოვებელი“ (Play-to-earn) კრიპტოვალუტა ნიშნავს, რომ ადამიანები ყიდულობენ ტოკენებს ონლაინ თამაშებში გამოსაყენებლად. მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ უფრო მეტი და მოგვიანებით შეიცვალონ სხვა კრიპტოვალუტაში ან ეროვნულ ვალუტაში.

Squid-ი ხელმისაწვდომი იყო დეცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟებზე, მათ შორის PancakeSwap-სა და DODO-ზე, რაც მყიდველებს გამყიდველებთან პირდაპირი კავშირის საშუალებას აძლევს.