LIVE

რეგიონებში ბიზნესისთვის გაზი ძვირდება - „სოკარ ჯორჯია გაზი"

02 ნოე 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1144
რეგიონებში ბიზნესისთვის გაზი ძვირდება - „სოკარ ჯორჯია გაზი"

რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით ძვირდება. კერძოდ, 2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და "თელავი გაზის" საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15  ლარით დღგ-ს ჩათვლით.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში" განმარტავენ, ცვლილება დანახარჯების ზრდას და ლარის კურსს უკავშირდება.

"არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში.

ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის",- აღნიშნავენ კომპანიაში.