LIVE

WHO ექსპერტებს Covid-ის წარმოშობის შესასწავლად იწვევს

01 ნოე 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
WHO ექსპერტებს Covid-ის წარმოშობის შესასწავლად იწვევს
Hector Retamal/AFP/Getty Images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) Covid-19 წარმოშობის კვლევის კომიტეტში დამატებით ექსპერტებს იწვევს.

WHO ეძებს სოციალური მეცნიერებების, ანთროპოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური მეცნიერებისა და ბიოუსაფრთხოების ექსპერტებს.

ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ექსპერტისგან შემდგარი ახალი გუნდი მოიწვია, რათა გამოეკვლიათ Covid-19-ისა და სხვა დაავადებების წარმოშობა მას შემდეგ, რაც წინა მცდელობებმა დაპირისპირება გამოიწვია. სია ორკვირიანი საჯარო კონსულტაციის საგანი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის ერთობლივმა მისიამ მიმდინარე წლის დასაწყისში დაადგინა, რომ Covid-19, სავარაუდოდ, ღამურებიდან ადამიანებში სხვა ცხოველის მეშვეობით გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა ლაბორატორიული გაჟონვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ჰიპოთეზად მიიჩნია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შემდგომი კვლევები მოითხოვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ჩინეთი SARS-CoV-2-ის გენეზისის დადგენის მცდელობებში ხელის შეშლის გამო.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ აშშ-ს დეკლასიფიცირებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ Covid-19 ალბათ არ იყო ბიოლოგიური იარაღი და ბევრი ამერიკელი ანალიტიკოსი თვლის, რომ ის საერთოდ არ იყო გენეტიკური ინჟინერიით წარმოშობილი. ვირუსის წარმოშობის შესახებ საბოლოო დასკვნა შეუძლებელია ჩინეთის თანამშრომლობის გარეშე, ნათქვამია ეროვნული დაზვერვის ოფისის მოხსენებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თომას მულიერი