LIVE

2021 წელს კლიმატის ცვლილებამ დედამიწა ექსტრემალური ამინდით შეცვალა

30 ოქტ 202115:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1335
2021 წელს კლიმატის ცვლილებამ დედამიწა ექსტრემალური ამინდით შეცვალა
AP Photo/Michael Probst

2021 წელს კლიმატის ცვლილებამ და ექსტრემალურმა ამინდმა დედამიწაზე სიცოცხლე შეცვალა.

მსოფლიო ლიდერები შოტლანდიაში იკრიბებიან, რათა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა დააჩქარონ. ჯერჯერობით, ეს არ მუშაობს. მეცნიერების მთავრობების წარმომადგენლების თქმით, პლანეტა სულ უფრო ცხელდება, ამინდი კი უფრო ექსტრემალური ხდება. ამ მაგალითებისთვის წარსულში შორს წასვლა არ მოუწევთ.

მხოლოდ შეერთებულ შტატებში, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის(National Oceanic and Atmospheric Administration) მონაცემებით, წელს 18 კლიმატური კატასტროფა მოხდა, რომელთა ზარალმა წელიწადში $1 მილიარდს გადააჭარბა. კატასტროფებმა 538 ადამიანის დაიღუპვა და თითქმის $105 მილიარდის ზიანი გამოიწვია. 1980-იან წლებში საშუალოდ წელიწადში მხოლოდ სამი ასეთი კატასტროფა ხდებოდა.

”ეს მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე”,- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა.

როგორც გლობალური რისკის მოდელირების ფირმის AIR Worldwide-ის ანგარიშშია ნათქვამი, ყოველწლიურად ექსტრემალური ამინდი მსოფლიოს $320 მილიარდი უჯდება, საიდანაც მხოლოდ ერთი მესამედია დაზღვეული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია