LIVE

FDA-მ 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

30 ოქტ 202111:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 899
FDA-მ 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ" (FDA) Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის გადაუდებელ რეჟიმში დაამტკიცა. 

FDA-ს ავტორიზაცია ვაქცინის გამოყენების დაწყებას არ ნიშნავს. პრეპარატის ადმინისტრირებამდე კიდევ ერთი დასტური აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა" (CDC) უნდა გასცეს. CDC გადაწყვეტილებას მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციით მიიღებს. პანელი შეკრებას 2-3 ნოემბერს გეგმავს.  

FDA-მ 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინის 10-მიკროგრამიანი დოზა დაუშვა, რაც 12+ ადამიანებისთვის განკუთვნილი დოზის მესამედია. 

აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე გადაუდებელი ავტორიზაციის საფუძველზე გამოიყენება, 16+ პირებში გამოყენებისთვის კი მას სრული ლიცენზია აქვს მოპოვებული.

ამ დროისთვის საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაშვებული არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებადართულია 16+ ადამიანებისთვის. 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე  ბავშვებისთვის.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი, ფიონა რეზერფორდი და ანა ედნი