
ჯო ლონსდეილი, Palantir Technologies-ის დამფუძნებელი Twitter-ზე მამაკაცებისთვის დეკრეტული შვებულების საკითხს გამოეხმაურა. ლონსდეილმა დაწერა, რომ ნებისმიერი გამოჩენილი მამაკაცი, რომელიც 6-თვიან დეკერეტულ შვებულებას იღებს თავის ახალშობილთან დროის გასატარებლად, "ლუზერია".
ლონსდეილმა Twitter-ზე კომენტარი პიტ ბუტეჯეჯის, აშშ-ს ტრანსპორტის მდივნის შესახებ გააკეთა, რომელმაც შვილზე ზრუნვის მიზეზით შვებულება აიღო და პოდკასტერი ჯო როგანისგან კრიტიკა დაიმსახურა.
Wow. Great for fathers to spend time w their kids and support moms, but any man in an important position who takes 6 months of leave for a newborn is a loser.
— Joe Lonsdale (@JTLonsdale) October 27, 2021
In the old days men had babies and worked harder to provide for their future - that’s the correct masculine response.
ლონსდეილის საპასუხოდ Reddit-ის თანადამფუძნებელმა ალექსის ოჰანიანმა და Initialized Capital-ის თანადამფუძნებელმა გარი ტენმაც გააკეთეს კომენტარი, რომლებმაც მათი 4-თვიანი დეკრეტული შვებულების პოლიტიკა დაიცვეს. ტენმა განაცხადა, რომ მან შვებულება აიღო და იმედი აქვს, მისი თანამშრომლები მის მაგალითს მიჰყვებიან.
ლონსდეილის ვენჩურული ინვესტიციები Flexport-ს, Joby Aviation-ს და Oculus-ს მოიცავს, რომელიც Facebook-მა შეიძინა. ის ასევე ცოლთან ერთად მართავს ადვოკატირების ჯგუფს, Cicero Institute-ს, რომელიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიზეტ ჩაპმენი