LIVE

მასკისა და ბეზოსის ერთობლივი ქონება ნახევარ ტრილიონს მიუახლოვდა

28 ოქტ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 558
მასკისა და ბეზოსის ერთობლივი ქონება ნახევარ ტრილიონს მიუახლოვდა
Bloomberg

ილონ მასკისა და ჯეფ ბეზოსის ერთობლივი წმინდა ქონება ოთხშაბათს $500 მილიარდს მიუახლოვდა.

ორი მულტიმილიარდერის ქონების ჯამი, რომელიც ამერიკის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის საბაზრო ღირებულებას თითქმის უტოლდება, კიდევ ერთი წყალგამყოფი მომენტია მილიარდერებისთვის ისტორიულ კვირაში.

ოთხშაბათს დილით ასევე დეტალური ფორმით გამოქვეყნდა სენატის ფინანსთა თავმჯდომარის, რონ უაიდენის ინოვაციური კანონპროექტი მილიარდერების არარეალიზებულ მოგებაზე გადასახადის დაწესების შესახებ. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, კანონპროექტი მოლაპარაკებების პროცესში ჩავარდა. უაიდენი ამტკიცებს, რომ მილიარდერების საგადასახადო გეგმა არ გაუქმებულა. მისი თქმით, მოლაპარაკებებმა გადაინაცვლა შესაძლო 3%-იან გადასახადზე, საშემოსავლო გადასახადზე დამატებით მათთვის, ვინც $10 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.

მილიარდერების საგადასახადო კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მასკს და ბეზოსს ერთობლივად $100 მილიარდის გადახდა, 5 წლის განმავლობაში, ერთჯერადი გადასახადის სახით მოუწევდათ.

მასკის ქონება მიმდინარე წელს $122,3 მილიარდით გაიზარდა. Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, მისი წმინდა ქონება $292 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ბეზოსის ქონება ამჟამად $196,3 მილიარდს შეადგენს.

ინდექსის მიხედვით, 10 უმდიდრესი ამერიკელი, მათ შორის ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი, საერთო ჯამში $1,4 ტრილიონს ფლობენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევონ პენდლტონი