
ჩინეთი 3-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას იწყებს. მიზეზი Covid-19-ის დელტა ვარიანტის დაბრუნება და ვირუსის გავრცელების ზრდაა.
ინექციები, შემუშავებული ადგილობრივი მწარმოებლების, Sinovac-ისა და Sinopharm-ის მიერ, უკვე ჩაუტარდათ 12 წელზე მეტი ასაკის პირებს, ხოლო ივნისში ქვეყანამ მათი გამოყენების უფლება მისცა სამ წელზე უფროსი ასაკის პირებს.
ჩინეთის ხელისუფლებამ ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დელტა ვარიანტის გამოჩენასთან ერთად ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა. დელტას ვარიანტი სწრაფად გავრცელდა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, დაახლოებით ათეულ პროვინციაში.
სამშაბათს ქვეყანამ ვირუსის 35 ადგილობრივი შემთხვევა დააფიქსირა, მათგან ოთხი დედაქალაქ პეკინში. სექტემბერში სამხრეთ-დასავლეთ ფუჯიანის პროვინციაში უფრო გავრცელებადი შტამი გამოჩნდა არავაქცინირებულ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შორის, თუმცა უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები განუვითარდა.
საჯარო მონაცემები ბავშვებში ჩინური ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ მინიმალურია, მაგრამ Sinovac-ი გეგმავს კლინიკურ კვლევებს სამხრეთ აფრიკაში. ბრაზილიის მარეგულირებელმა აგვისტოში უარყო განაცხადი Sinovac-ის ვაქცინის არასრულწლოვანებში გამოყენების შესახებ და მოითხოვა უფრო უახლესი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობაზე.
ჩინეთს ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 1,4 მილიარდი ადამიანის 75% სრულად არის ვაქცინირებული. ქვეყანა უკვე მესამე, გამძლიერებელი დოზის გამოყენებას იწყებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია