LIVE

Covid-19 ტვინის დაავადებების განვითარების მეტ რისკს ქმნის, ვიდრე ვაქცინა - კვლევა

26 ოქტ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
Covid-19 ტვინის დაავადებების განვითარების მეტ რისკს ქმნის, ვიდრე ვაქცინა - კვლევა

სამედიცინო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, Covid-19 უფრო მეტად იწვევს იშვიათ ნევროლოგიურ დაავადებებს, ვიდრე ვაქცინები. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ 32 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები გაანალიზა, რათა დაედგინათ ტვინის იშვიათი დაავადებების განვითარების რისკი კოვიდით ინფიცირებამდე და მის შემდეგ, ასევე Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების Oxford-AstraZeneca-ს და Pfizer/BioNTech-ის პირველი დოზის მიღების შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ ვაქცინები შეიძლება უკავშირდებოდეს ნევროლოგიური გართულებების (როგორიცაა ბელის დამბლა და გილენ-ბარეს სინდრომი) რისკის ზრდას, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინებთან შედარებით, გაცილებით დიდ რისკს კოვიდინფიცირება ქმნის. 

კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის ვაქცინების უსაფრთხოებსა და მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ზემოხსენებული გართულებების იშვიათი შემთხვევების გამო ზოგიერთმა ქვეყანამ Oxford-AstraZeneca-ს ხანდაზმული ასაკობრივი ჯგუფებში ვაქცინის გამოყენება შეზღუდა. 

გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანოებმა გასულ კვირას AstraZeneca-ს ვაქცინის იშვიათი გვერდითი მოვლენების სიას გილენ-ბარეს სინდრომი დაამატეს. 

"ჩვენ აღმოვაჩინეთ სხვადასხვა სახის რისკები სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური მდგომარეობისთვის, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ვაქცინით აიცრნენ ადამიანები. თუმცა, ეს რისკები არსებითად უფრო დაბალი იყო იმ რისკებთან შედარებით, რაც PCR ტესტით დადასტურებული ინფიცირებულების შემთხვევაში იჩენს თავს”,- თქვა კვლევის თანაავტორმა მარტინა პატონემ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოელ ლეონი