LIVE

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა - სად რა ღირს ბინები

25 ოქტ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2189

თბილისში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინის 1 კვ.მ. ყველაზე ძვირი, 4 089 ლარი, მთაწმინდაზე ღირს. მეორე ადგილზეა ვაკე, სადაც 1 კვ.მ.-ის ფასი 3 612 ლარია. რაც შეეხება სხვა უბნებს, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში 1 კვ.მ.-ის ფასი შემდეგია:

  • საბურთალო - 2 986 ლარი
  • ჩუღურეთი - 2 970 ლარი
  • კრწანისი -  2 964 ლარი
  • დიდუბე - 2 812 ლარი
  • გლდანი - 2 778 ლარი
  • ნაძალადევი 2 500 ლარი
  • ისანი - 2 472 ლარი
  • სამგორი -2 332 ლარი

რაც შეეხება 1 კვ.მ.-ის ფასებს კერძო სახლების სეგმენტში:

  • ვაკე - 3 510 ლარი
  • მთაწმინდა -  3 400 ლარი
  • საბურთალო - 2 650 ლარი
  • ჩუღურეთი  - 2 310 ლარი
  • კრწანისი -  2 260 ლარი
  • ისანი - 2 130 ლარი
  • დიდუბე - 1 945 ლარი
  • ნაძალადევი - 1 850 ლარი
  • სამგორი - 1 730 ლარი
  • გლდანი - 1 720 ლარი

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში წლიურ ჭრილში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 8.9%-ით გაიზარდა. 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.3 პროცენტით.