LIVE

Tesla ტრილიონიან შეფასებას უახლოვდება

24 ოქტ 202116:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 1260
Tesla ტრილიონიან შეფასებას უახლოვდება
Bloomberg

Tesla-ს აქციების ფასმა პარასკევს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ელექტრომობილების მწარმოებელი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა იმ კომპანიების ელიტურ ჯგუფს, რომელთა საბაზრო შეფასება $1 ტრილიონს აჭარბებს.

კომპანიის აქციები 1,8%-ით გაიხარდა და $910 შეადგინა. ავტომწარმოებელმა მცირე დროით Facebook-ის საბაზრო შეფასებასაც გადააჭარბა.

ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი მიმდინარე წლის განმავლობაში 29%-ით გაიზარდა. ამავდროულად, Facebook-მა დიდი დარტყმა მიიღო და კომპანიის აქციების ფასი 6,1%-ით დაეცა.

Tesla გლობალურად ორ ყველაზე გაყიდვადი EV მოდელს აწარმოებს- Model 3-ს და Model Y-ს. ელექტრომობილების მიმართ მიმღებლობა ზრდის ფონზე, Tesla სავარაუდოდ, პოლიტიკის შემქმნელების მხარდაჭერის მთავარი ბენეფიციარი იქნება. სწორედ ამაზე დებენ ფსონებს ინვესტორები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეშა დეი