LIVE

Zoom 1.5 მილიარდის მოზიდვას ახალი აქციის საშუალებით ცდილობს

12 იან 202121:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 579
Zoom 1.5 მილიარდის მოზიდვას ახალი აქციის საშუალებით ცდილობს
Michael Nagle/Bloomberg

Zoom Video Communications 1,5 მილიარდი დოლარის მოზიდვას აქციების შეთავაზების საშუალებით ცდილობს.  

ახალი აქციებით ვაჭრობა 13 იანვარს დაიწყება. ნიუ-იორკში აქციების ფასი 1.6%-ით გაიზარდა და 342.99 დოლარი შეადგინა.

Zoom-მა 2020 წელს 362%-იანი მოგება დააფიქსირა. აქციები პანდემიის ეკონომიკის ბარომეტრი გახდა, რომელიც იცვლება შეზღუდვებთან და ვაქცინებთან დაკავშირებული სიახლეების გამოჩენასთან ერთად. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ერიკ იუანი ცდილობს მსხვილი საწარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე, კერძო პირებისათვის Zoom-ის შესაძლებლობების დივერსიფიკაციას, ასე რომ კომპანიამ შეიძლება გაზარდოს აქციები პანდემიის შემდეგ, როცა ადამიანები ოფისებს დაუბრუნდებიან.  

კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს შემოსავლის ზრდა შეიძლება ნაკლებად დრამატული იყოს, ვიდრე გასულ წელს. ამასთან, Zoom-მა განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში გაყიდვების 330%-ით ზრდას ელის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მოლი შუცი და დრიუ სინგერი