LIVE

ბრიტანეთში დელტა ვარიანტის ახალ მუტაციას აკვირდებიან

20 ოქტ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 891
ბრიტანეთში დელტა ვარიანტის ახალ მუტაციას აკვირდებიან
GETTY IMAGES

დიდი ბრიტანეთში ჯანდაცვის სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან Covid-ის დელტა ვარიანტის ახალ მუტაციას, რომელიც ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიზეზია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

გაერთიანებული სამეფოში ამჟამად დომინანტი დელტა ვარიანტია, მაგრამ უახლესი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფიცირების შემთხვევების 6% შტამის ახალ მუტაციაზე მოდის. 

AY.4.2, რომელსაც "დელტა პლუსის" სახელითაა ცნობილი, შეიცავს მუტაციებს, რაც ვირუსს უფრო გამძლეს ხდის. მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, რამდენად საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს ეს შტამი. არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ექიმები ვარაუდობენ, რომ ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, ამ შტამის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება. 

დელტა პლუსი ჯერჯერობით არ შედის "საყურადღებო ვარიანტების" ან "გამოსაძიებელი ვარიანტების" კატეგორიაში.

AY.4.2. მიმდინარე წლის ივლისში აღმოაჩინეს. მას შემდეგ, დელტას ეს განშტოება ნელა იზრდება. იგი მოიცავს ახალ მუტაციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სპაიკის ცილაზე, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედებში შეღწევის მიზნით იყენებს. 

დროთა განმავლობაში ვირუსები მუტაციას განიცდიან. დღეს მსოფლიოში კოვიდის ათასობით სხვადასხვა ტიპი ან ვარიანტი ვრცელდება. 

ახალი მუტაციების უმეტესობა ვირუსის თვისებებზე გავლენას არ ახდენს, ან მათი გავლენა მცირეა. თუმცა შესაძლოა, ზოგიერთმა მუტაციამ ვირუსის თვისებებზე და მისი გავრცელების სისწრაფეზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

ვირუსის მუტაციას გლობალურად "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" აკვირდება და ვარიანტებს შესაბამის სტატუსს ანიჭებს. ამჟამად ორგანიზაციას ახალი კორონავირუსის “საინტერესო ვარიანტების” (VOI) სიაში ხუთი ვარიანტი აქვს. ესენია: ეტა, იოტა, კაპა, ლამბდა.

WHO-ს მიერ „საყურადღებო ვარიანტად’’ (VOC) ამ დრომდე მიჩნეულია ალფა, ბეტა, გამა და დელტა.