
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი უკვე გახდა, თუმცა Morgan Stanley-ის მიხედვით, SpaceX-ი მას ტრილიონერად აქცევს.
როგორც Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი ადამ ჯონსი წერს, SpaceX ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერ წინასწარ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი და რა ვადებში.
Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, SpaceX ამჟამად მასკის $241,4 მილიარდიანი ქონებიდან 17%-ზე ნაკლებს შეადგენს. ეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანია $100 მილიარდად შეფასდა.
ჯონსი წერს, რომ ის SpaceX-ს განიხილავს როგორც მრავალ კომპანიას ერთში, რომელიც კოსმოსურ ინფრასტრუქტურას, დედამიწაზე დაკვირვებას, ღრმა კოსმოსურ კვლევასა და სხვა ინდუსტრიებს მოიცავს. ანალიტიკოსის შეფასებაში კომპანიის Starlink-ის სატელიტურ საკომუნიკაციო ბიზნესს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის.
მასკი, როგორც მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ადრეც განიხილებოდა, თუმცა მეტწილად Tesla-ს პროგნოზირებული პერფორმანსის გამო. კომპანიის ზრდის ტალღამ, რომელიც გასულ წელს დაიწყო, მასკის ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა. კომპანიის ზრდა ჯერაც არ შემცირებულა. მხოლოდ ორშაბათს, მასკის ქონება $6,6 მილიარდით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი SpaceX-ის დაახლოებით ნახევარს ფლობს, ამიტომ სარაკეტო კომპანიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ მასკს ოთხი მძიმის ორბიტაზე გადაიყვანს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევონ პედლტონი