LIVE

ივერმექტინი კოვიდის სამკურნალოდ დამტკიცებული არ არის, თუმცა მასზე მოთხოვნა გაიზარდა

20 ოქტ 202111:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 1790
ივერმექტინი კოვიდის სამკურნალოდ დამტკიცებული არ არის, თუმცა მასზე მოთხოვნა გაიზარდა
Bloomberg

"ივერმექტინი" კოვიდის სამკურნალოდ დამტკიცებული არ არის, თუმცა გასული წლიდან მასზე მოთხოვნა იზრდება. 2020 წლის ივლისიდან Taj Pharmaceutical-მა ინდოეთში და საზღვარგარეთ $5 მილიონის ღირებულების აბები გაყიდა.  

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ პრეპარატი, რომელიც პირუტყვსა და ადამიანებში პარაზიტებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტიანი აღმოჩნდეს. სიახლე ანტივაქსერების მიერ ფართოდ გავრცელდა. ისინი აცხადებდნენ, რომ პანდემიას სწორედ ეს პრეპარატი დაასრულებდა. 

"24/7-ზე ვმუშაობთ. მოთხოვნა დიდია",- ამბობს Taj Pharma-ს 30 წლის აღმასრულებელი დირექტორი შანტანუ კუმარ სინგი. 

კომპანია, რომელსაც განვითარებად ქვეყნებში არაერთი საწარმო აქვს, "ივერმექტინის" მოულოდნელი პოპულარობის გამოყენებას ცდილობს.

აშშ-ის "საკვებისა და წამლის სააგენტო" (FDA) აღნიშნავს, რომ ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, პრეპარატის Covid-19-ის პრევენციისთვის ან მის სამკურნალოდ გამოყენება არ შეიძლება. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" აცხადებს, რომ Covid-19-ის სამკურნალოდ "ივერმექტინის" გამოყენება მხოლოდ კლინიკური ცდების დროს არის დასაშვები. 

კომპანია Merck-მა, რომელიც პატენტს 1996 წლამდე ფლობდა, თუმცა "ივერმექტინის" ბრენდის სახელით "სტრომექტოლს" კვლავ უშვებს, მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრეპარატის კოვიდის საწინააღმდეგოდ გამოყენება ეფექტურია.

პირუტყვებში პარაზიტული ჭიების სამკურნალოდ პრეპარატი უკვე ათეულობით წელია გამოიყენება, ხოლო ადამიანებში იგი მალამოს სახით, ადგილობრივად, მათ შორის კანის ინფექციების წინააღმდეგ იხმარება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრიუს აინჰორნი და კრის ქეი