
ოქსფორდის უნივერსიტეტი პრეპარატ ივერმექტინის Covid-19-ის მკურნალობაში გამოყენებას შეისწავლის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პრეპარატი, რომელიც ადამიანებსა და პირუტყვში პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტიანი აღმოჩნდეს.
"ივერმექტინის სახელით ცნობილ მედიკამენტს ანტივირუსული თვისებები აქვს და წინასწარი კვლევების მიხედვით, ვირუსის სიმძიმის შემსუბუქება შეუძლია. ის ამცირებს სასუნთქ გზებში ვირუსის ოდენობას და ასევე მსუბუქი ინფექციით გამოხატული სიმპტომების ხანგრძლივობას",- ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
პირუტყვებში პარაზიტული ჭიების სამკურნალოდ პრეპარატი უკვე ათეულობით წელია გამოიყენება, ხოლო ადამიანებში იგი მალამოს სახით, ადგილობრივად, მათ შორის კანის ინფექციების წინააღმდეგ იხმარება.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” და “წამლის ევროპული სააგენტო” აცხადებს, რომ იგი მხოლოდ კლინიკურ კვლევებში უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მისი ფართოდ მოხმარებისთვის, უფრო მეტი მტკიცებულებებია საჭირო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატარინე გემელი