LIVE

კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის სინგაპურულ სტარტაპს უერთდება

18 ოქტ 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1329
კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის სინგაპურულ სტარტაპს უერთდება
Bloomberg

ZujuGP-ის მომავალ ციფრული სივრცეს, რომელიც ფეხბურთის კონცეფციის გარშემო იქმნება, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ უჭერს მხარს. პროექტს სინგაპურელი ინვესტორის პიტერ ლიმის ვაჟი, კიატ ლიმი ხელმძღვანელობს.

სტარტაპი ფეხბურთის ოთხ მილიარდამდე გულშემატკივარს შორის კომუნიკაციისა და კომერციის წარმართვას ისახავს მიზნად. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად ადევნონ თვალი თამაშებს, შეიძინონ ნივთები, დაუკავშირდნენ მოთამაშეებს და დადონ ფსონები. სტარტაპი ასევე მიზნად ისახავს კლუბების მფლობელების, აგენტებისა და სკაუტების ტალანტთან დაკავშირებაში და მათ განვითარებაში დახმარებას.

ZujuGP-ის მომხმარებლებს პლატფორმაზე ნაღდი ფულის გამოყენება შეეძლებათ კრედიტების შესაძენად, რაც შემდგომში საფეხბურთო თამაშის კონტექსტში ინტერაქციისთვის იქნება გამოყენებული. კრედიტები ასევე გამოყენებადი იქნება ექსკლუზიური ნივთების შესაძენადაც.

რონალდუ, რომელსაც 356 მილიონი ინსტაგრამ გამომწერი და Twitter-ის 95 მილიონი მიმდევარი ჰყავს ZujuGP-ის რეკლამაშიც გამოჩნდა. რეკლამის შინაარსი, კომპანიის მიხედვით, ფეხბურთის ცვალებადი სახის სიგნალია, რომელიც მაყურებელზე, შემოსავლების ცვალებადობასა და გაციფრულებაზეა დამოკიდებული.

”აღმოსავლეთი და დასავლეთი შესაძლებელია საბოლოოდ დაუკავშირდეს ერთმანეთს, რაც კიდევ უფრო მაბედნიერებს”,- აღნიშნა რონალდუმ ZujuGP-ის შესახებ ინსტაგრამის უახლეს პოსტში.

სტარტაპის დამფუძნებლები აზიაში ფეხბურთისთვის დიდ პოტენციალს ხედავენ. რეგიონში მსოფლიოს მოსახლეობის 60% ცხოვრობს და სპორტის მზარდი გულშემატკივართა რაოდენობა ევროპული თამაშებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტებისთვის უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იოლიმ ლი