LIVE

აშშ-ში ცნობილ ადამიანებს საკუთარი ფოტოების გამოქვეყნების გამო უჩივიან

25 ოქტ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
აშშ-ში ცნობილ ადამიანებს საკუთარი ფოტოების გამოქვეყნების გამო უჩივიან

ივნისიდან ფოტოგრაფებმა და სააგენტოებმა საავტორო უფლებების დარღვევის მიზეზით ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ათობით საჩივარი შეიტანეს. სარჩელები იმ ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც სოციალურ მედიაში საკუთარ პაპარაცულ ფოტოებს აქვეყნებენ.

მაშინაც კი, როდესაც პირი ფოტოზე ნებართვის გაცემის გარეშე ხვდება, საავტორო უფლებების კანონის მიხედვით, მათ ამ ფოტოების გამოყენების უფლება არ აქვთ. კანონი, ამ შემთხვევაში, იცავს პირს, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში იღებს სურათს.

აშშ-ს საავტორო უფლებების კანონის თანახმად, განზრახ დარღვევის თითოეული შემთხვევაზე კომპენსაციამ, შესაძლოა, $150,000-მდე შეადგინოს.

პაპარაცებისა და მათი სააგენტოების უკანასკნელი სამიზნეები საავტორო უფლებების დარღვევისთვის მოდელი ემილი რატაკოვსკი, პოპ ვარსკვლავი დუა ლიპა, მსახიობი ნაომი უოტსი და მომღერალი ჯენიფერ ჰადსონი გახდნენ. ასევე, კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია მსახიობ ბლეიკ ლაივლისთან და Beach Boys-ის წევრ ბრაიან უილსონთან.

Integral Images-მა დუა ლიპას 6 ივლისს უჩივლა. კომპანია აცხადებდა, რომ პოპ ვარსკვლავის მიერ ფოტოს არაავტორიზებულმა გამოქვეყნებამ Instagram- ზე მისი სარეკლამო შემოსავლების და/ან საქონლის გაყიდვების ზრდა გამოიწვია. მხარეებმა საქმე შეთანხმებით დაასრულეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრიტოფერ იასიეკო