
Foxconn-მა პირველი ელექტრომობილები წარადგინა, რაც ტაივანური კომპანიისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ელექტრონიკის მწარმოებელი შესაძლოა, სერიოზული პრეტენდენტი გახდეს Apple-ის ავტომობილის საიდუმლო პროექტისთვის.
SUV და სედანის მოდელები, რომლებიც კომპანიამ ორშაბათს წარადგინა, კონცეფციური სატრანსპორტო საშუალებებია, რომელთა შეთავაზებას მწარმოებელი საავტომობილო მომხმარებლებისთვის გეგმავს. აღმასრულებლებმა ავტომობილები ტაიბეიში კომპანიის Technology Day-ის ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
Foxconn-ი Apple-ის უმსხვილესი პარტნიორია, რომელიც კომპანიის iPhone-ებს აწყობს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს გახდეს Apple-ის პოტენციური პარტნიორი ავტოწარმოებაშიც.
აღსანიშნავია, რომ Foxconn-ს გასულ წელს EV პლატფორმის დებიუტის შემდეგ, ავტომობილების გაყიდვა ჯერ არ დაუწყია. კომპანია Lordstown's Endurance ელექტრო პიკაპის მასობრივი წარმოების დაწყებას ოჰაიოში აპრილიდან გეგმავს.
შედარებისთვის, ავტომწარმოებლები, როგორიცაა Tesla, Volkswagen-ი და Hyundai Motor-ი ელექტრომობილების განვითარებაში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორია: დები ვუ