LIVE

აშშ ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრებს 8 ნოემბრიდან გახსნის

15 ოქტ 202119:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 884
აშშ ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრებს 8 ნოემბრიდან გახსნის
Bing Guan/Bloomberg

შეერთებული შტატები 8 ნოემბრიდან ვაქცინირებული მოგზაურებს საზღვრებს გაუხსნის. ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმა გაავრცელა.

ზომები წარმოადგენს აშშ-ის სამოგზაურო პოლიტიკის ყველაზე დიდ ცვლილებას Covid-19 პანდემიის ადრეული დღეებიდან და ცვლის სისტემას, რომელმაც კატეგორიულად აუკრძალა უცხოელი მოქალაქეების უმეტესობას შტატებში ჩასვლა გარკვეული ადგილებიდან, მათ შორის ევროპიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და ჩინეთიდან.

ახალი სისტემის თანახმად, აცრილ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ, შეეძლებათ შეერთებულ შტატებში გამგზავრება, თუ ისინი გააზიარებენ საკონტაქტო მიკვლევის ინფორმაციას. არავაქცინირებული პირები ქვეყანაში კვლავ ვერ შევლენ.

კრიზისის შედეგად დაზარალებული ავიაკომპანიები მიესალმნენ ამ ნაბიჯს. ტრანსატლანტიკური ფრენები აშშ-სა და ევროპას შორის გლობალური საავიაციო ბაზრის ყველაზე მომგებიანი ნაწილი იყო.

აშშ ვაქცინირებულად ცნობს პირებს, რომლებმაც მიიღეს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ან ჯანდაცვის მსoფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ავტორიზებული ვაქცინა.

WHO-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინების მიღების გადაწყვეტილება, რომელიც არ გამოიყენება აშშ-ში, ნიშნავს იმას, რომ მილიონობით მოგზაური შეძლებს ამერიკაში შესვლა, მათ შორის, ისინი, ვინც მიიღეს AstraZeneca-ს, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ ვინგროვი, სიდჰარტ ვიკრამ ფილიპი და კრისტოფერ იასპერი