LIVE

ელისაბედ II-ს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერების უმოქმედობა აღიზიანებს

15 ოქტ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 809
ელისაბედ II-ს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერების უმოქმედობა აღიზიანებს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ უმოქმედობის გამო გლაზგოში დაგეგმილი COP26 სამიტის წინ აკრიტიკებს.

“ნამდვილად მაღიზიანებენ, როდესაც ლაპარაკობენ, მაგრამ არ მოქმედებენ. წარმოუდგენელია - მოვისმინე ყველაფერი COP-ის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, ვინ მოდის... წარმოდგენა არ მაქვს”,- განაცხადა 95 წლის დედოფალმა.

ხმამაღალი კრიტიკა, რომელიც, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა რჩება ხოლმე, იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს ბრიტანეთის მონარქის მხრიდან. ის მომავალ თვეში დაესწრება კლიმატის სამიტს სამეფო ოჯახის სხვა მაღალი რანგის წევრებთან ერთად.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საერთაშორისო დონის შეხვედრას არ დაესწრება. ორგანიზატორები შიშობენ, რომ სამიტში მონაწილეობაზე უარი იქნება პრელუდია იმისა, რომ ჩინეთი არ შეუერთდება კლიმატის ცვლილების ახალ მიზნებს, რაც სამიტის მიმართ პესიმიზმს ზრდის.

გასულ კვირას მსოფლიო ლიდერები გააკრიტიკა პრინცმა უილიამმაც და აღნიშნა, რომ ისინი ყურადღებას კოსმოსურ მოგზაურობაზე ამახვილებენ ნაცვლად კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რონან მარტინი