LIVE

აშშ-ს შინამეურნეობების 20%-მა პანდემიის დროს დანაზოგები დაკარგა

17 ოქტ 202115:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1007
აშშ-ს შინამეურნეობების 20%-მა პანდემიის დროს დანაზოგები დაკარგა
Getty Images

ამერიკელების უმეტესობისთვის Covid 19-თან დაკავშირებული ლოქდაუნები დანაზოგის გაკეთებისთვის საუკეთესო დრო იყო. მიუხედავად ამისა, გამოკითხვების თანახმად, აშშ-ს შინამეურნეობების თითქმის 20%-მა პანდემიის დროს დანაზოგები მთლიანად გამოიყენა.

NPR-ის გამოკითხვის მიხედვით, ასეთი შინამეურნეობის წილი 30%-მდეა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლიურად $50 000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ. დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობების ორმა მესამედმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს უჭირდათ ქირის, სამედიცინო და კვების დანახარჯების გადახდა. დანაზოგების დანაკარგი კიდევ უფრო დიდია შავკანიანი და ლათინო შინამეურნეობებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი ამბობს, რომ მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება მიიღეს. თუმცა, 44%-მა აღნიშნა, რომ ეს პროგრამები მათ მხოლოდ მცირედით დაეხმარა.

”ჩვენ ყოველთვის ცნობილი იყო, რომ აღდგენა არათანაბარი იქნებოდა. უსაფრთხოების ბადეს ყოველთვის ჰქონდა ხვრელები. პანდემიამ ეს ხვრელები კიდევ უფრო გააფართოვა”,- განაცხადა Robert Wood Johnson Foundation-ის ვიცე პრეზიდენტმა ავენელ ჯოზეფმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: საიმონ სილვანი